პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები იგივე რჩება - ირანის სარაკეტო შეიარაღების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურება, ასევე, ქვეყნის ბირთვული პოტენციალის სამუდამოდ განეიტრალება“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მტერს ანადგურებს „საკუთარი ვადების დაცვით და არჩევანის მიხედვით“.
„დღეს, კიდევ ერთხელ, ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა. დაზვერვის მონაცემები კი ყველაზე ზუსტი და სრულყოფილია“, – აცხადებს ჰეგსეტი.
ამასთან, ჰეგსეტმა ბრიფინგზე დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყებიდან ყველაზე მცირე რაოდენობის რაკეტა გაუშვა.