Loading data...
პიტ ჰეგსეთი: აშშ-ს შეუძლია ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებს შეუძლიათ ირანის პორტების ბლოკადა იმდენ ხანს გააგრძელონ, რამდენიც საჭირო იქნება.

„შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს განუსაზღვრელი ვადით შეუძლია ასეთი ბლოკადის შენარჩუნება, რადგან ჩვენ გემების როტაციას ვახორციელებთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებული ცუდი პირობების შესახებ ინფორმაცია „სრულიად დამახინჯებულია“.

„ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ყველა გემს, ყველა ეკიპაჟს, ყველა კაპიტანს ყოველ მომენტში ჰქონდეს ყველაფერი, რისი მიწოდებაც შეგვიძლია. ზოგიერთი მისია სხვებზე უფრო ხანგრძლივია და მე ამ მეზღვაურების მიმართ უფრო მეტ პატივს და მადლიერებას გამოვხატავ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეზღვაურის მიმართ. ის, რასაც ისინი აკეთებენ ამ ღია ზღვაში, ამ მკაცრ პირობებში, პორტებში ნაკლები შესვლით - წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.