Loading data...
პიტ ჰეგსეთი: აშშ-ის არმია „მზადაა, აღასრულოს“ ტრამპის გადაწყვეტილებები ომის საკითხზე

აშშ-ის სამხედრო ძალები „მზად არიან აღასრულონ“ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

მიუხედავად აღნიშნული კომენტარისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა აშშ-ს მიერ ირანზე დარტყმისთვის მზადების დადასტურებაზე.

„როცა ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, [თავდაცვის] დეპარტამენტი მზადაა, ისინი აღასრულოს“, - განუცხადა ჰეგსეთმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.