Loading data...
პიტ ჰეგსეთი: აშშ იპოვის გზას, რათა დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იპოვის გზას, რათა დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში. მან ეს განცხადება სინგაპურში აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გააკეთა, - წერს Clash Report.

მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა ევროპელმა მოკავშირეებმა უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.

უკრაინას დავეხმარებით იმით, რითაც შევძლებთ. თუ ვნახავთ, რომ ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია, დავეხმარებით. თუ დააკვირდებით დახარჯული თანხის ოდენობას, ევროპამ გააძლიერა თავისი ძალისხმევა და უკრაინამ ამ პროცესში არანაკლები, ან შესაძლოა უფრო დიდი ეფექტურობაც კი აჩვენა“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

მან დასძინა, რომ ვაშინგტონი იპოვის გზას უკრაინისთვის დახმარების გასაწევად.

ჰეგსეთის თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილებიდან სწავლას. 

„პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებისთვის 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ვაგრძელებთ შესწავლას იმის მაგალითზე, თუ რას აკეთებს უკრაინა ბრძოლის ველზე. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ უკრაინისგან, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. ვაპირებთ არა მხოლოდ გავუტოლდეთ, არამედ ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესოები ამ საქმეში“, - განაცხადა ჰეგსეთმა.