1778659959
უცხოეთი
პისტორიუსი: დღეს ბევრი საუბრობს ომის გადამწყვეტ ფაზაზე, შესაძლოა, უკრაინის სასარგებლოდ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტის ნიშნებს ხედავს.
„ვფიქრობ, რომ უკრაინელებს ნამდვილად აქვთ უპირატესობა. რუსეთი გადის სისუსტის პერიოდს, როგორც ეკონომიკურ, ისე შიდა საკითხებში, ასევე ბრძოლის ველზე“, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პისტორიუსმა.
„უკრაინელები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში დარტყმები სულ უფრო ზუსტი ხდება და შედეგებს იძლევა“, - დასძინა მან.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „დღეს ბევრი საუბრობს ომის გადამწყვეტ ფაზაზე, შესაძლოა, უკრაინის სასარგებლოდ“.