Loading data...
პირველად 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა პირველად 100 წლის განმავლობაში კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა National Geographic იუწყება.

კატის ჯიშის სახელწოდებაა Leopardus tilcayo. მისი ტანი კოპლებით არის დაფარული. მას ასევე აქვს მოკლე ყურები და გრძელი ულვაშები.

ამ ეტაპზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატების ეს ჯიში ბოლივიაში, ანდების მთათა სისტემის აღმოსავლეთ ფერდობზე ბინადრობს.

ახლა მკვლევარები შეეცდებიან დაადგინონ თუ რით იკვებება ეს კატა, როგორს მრავლდება და მოიპოვონ სხვა ინფორმაცია მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.