პირს მორგანი: ბრიტანეთმა ამერიკა უნდა გამოისყიდოს, ბოლოს და ბოლოს, ის ერთ დროს ჩვენი იყო და ეს გააძლიერებდა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებით გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგნი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ალტერნატიულ ვერსიად ბრიტანეთის მიერ შეერთებული შტატების გამოსყიდვა დაასახელა.
„ბრიტანეთმა ამერიკა უნდა გამოისყიდოს. ბოლოს და ბოლოს, ის ერთ დროს ჩვენი იყო და ეს გააძლიერებდა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას. თუ მას ჩვენ არ მოგვყიდით, პრეზიდენტო ტრამპ, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს აშშ-ზე და ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაგიჭერთ ამ ძალიან კარგ გარიგებაზე წინააღმდეგობის გაწევაში. სამართლიანია?“ - წერს მორგანი.
Britain should repurchase America. After all, it was ours once, and it would enhance our North Atlantic security. If you don’t sell it to us, President Trump, we’re going to impose tariffs on the U.S. and any country who supports you in resisting this very good deal. Fair?
— Piers Morgan (@piersmorgan) January 17, 2026