Loading data...
ფრონტზე 140 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

ფრონტის მთელ ხაზზე 10 მარტს 140 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. უკრაინის თავდაცვის ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ საოკუპაციო ძალებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, აგრესორმა ორი სარაკეტო და 113 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ქვედანაყოფებისა და დასახლებების პოზიციებზე. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყა პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ცხრა უბანს, ორ სამეთაურო პუნქტს, უპილოტო საფრენი აპარატის კონტროლის პუნქტს და ასევე, რუსი დამპყრობლების კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამიზნეს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, გასულ დღეს რუსი დამპყრობლების დანაკარგმა 1 300 ადამიანი შეადგინა. უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე, გაანეიტრალეს 11 ტანკი, 23 ჯავშანტექნიკა, 75 საარტილერიო სისტემა, ორი MLRS, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, 198 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი რაკეტა, 134 მანქანა.