ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს.
მერცის კონსერვატორები შიშობენ, რომ მომავალ არჩევნებზე მეკლენბურგ-წინა პომერანიის პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ. ადგილების მოსაპოვებლად პარტიამ ხმების, სულ მცირე, 5% უნდა მოაგროვოს.
„არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას“, – განაცხადა მარკ რაინჰარდტმა, ამ რეგიონის პარლამენტში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირს, 7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფედერალურ ან რეგიონის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება პარტიისთვის, რომელიც გერმანიის ორი ტრადიციული „სახალხო პარტიიდან“ (Volksparteien) ერთ-ერთად მიიჩნევა. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამოკითხვებში დაახლოებით 35-37%-ით ლიდერობს. სოციალ-დემოკრატები (SPD), რომლებსაც რეგიონის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, დაახლოებით 34% მეორე ადგილს დაიკავებენ.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. გერმანული მედიის ინფორმაციით, კანცლერის პოპულარობა მკვეთრად ეცემა. ამჟამად გერმანელთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ფრიდრიხ მერცი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია.