Loading data...
ფრიდრიხ მერცი: ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს - ძალადობა სისუსტის გამოვლინებაა

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს. გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებას DW ციტირებს.

მან ირანის ხელმძღვანელობას მოუწოდა, „დაიცვან საკუთარი ხალხი მათი მუქარის ნაცვლად“.

მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.

ამასთან, მერცი აცხადებს, რომ მომიტინგეებზე ძალადობა სისუსტის გამოვლინებაა.

„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც თეირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. 

გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.