1750137680
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი: ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და გავაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას

ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და გავაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას. ერთი რამ ცხადია, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ნდობით აღსავსე და ღია საუბარი მქონდა. ჩვენ ვეძებთ გზებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად და ვაგრძელებთ უკრაინის წინააღმდეგ ომის განხილვას. ერთი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე“, - წერს მერცი.