Loading data...
ფრიდრიხ მერცი ვარაუდობს, რომ აშშ „როსნეფტის“ გერმანულ ბიზნესს სანქციებისგან გაათავისუფლებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს, რომ აშშ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს.

„ამ საკითხს ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტი“ გათავისუფლდება სანქციებიდან“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი. 

მედიის ცნობით, „როსნეფტის“ გერმანულ ბიზნესს გერმანიის ხელისუფლება აკონტროლებს, თუმცა რუსეთის საკუთრებაა.