Loading data...
ფრიდრიხ მერცი: უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით გამოიფიტება. 

როგორც მერცმა აღნიშნა, უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

„ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, - აცხადებს ფრიდრიხ მერცი. 

კანცლერის განცხადებით, ევროპის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ გააგრძელოს ომი სამხედრო თვალსაზრისით და ვერ გააგრძელოს მისი ეკონომიკური დაფინანსება.

რუსეთზე საუბრისას ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ამჟამად ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ“, - აცხადებს მერცი.