Loading data...
ფრიდრიხ მერცი: თუ უკრაინა დანებდება, ზეგ სხვა ქვეყნის ჯერი დადგება და შემდეგ ჩვენი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ მან ZDF არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის კაპიტულაციის ფასად“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუ უკრაინა დანებდება და ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს.

„მხოლოდ ამის შემდეგ დადგება შემდეგი ქვეყნის ჯერი. ხოლო ზეგ ჩვენი ჯერი“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.