Loading data...
ფრიდრიხ მერცი: რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაიხდის კომპენსაციას

ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ არის ევროპული სუვერენიტეტის მკაფიო სიგნალი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი წერს.

მერცის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაუხდის კომპენსაციას უკრაინას.

„მოხარული ვარ ევროპული სუვერენიტეტის ამ მკაფიო სიგნალის გამო, რომელიც თითქმის ერთხმად იქნა მიღწეული, იტალიასა და ბელგიასთან ერთად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.