Loading data...
ფრიდრიხ მერცი: რუსეთის მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა პუტინის მხრიდან საზღვრების გამოცდისა და საბოტაჟის ხანგრძლივი ტენდენციის ნაწილია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ საზღვრების გამოცდისა და დივერსიის გრძელვადიანი ტენდენციის ნაწილია.

„რუსეთს სურს, მზაკვრულად მოახდინოს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია“, - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არ შეიძლება იქნეს მიღწეული უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„ნაკარნახევი მშვიდობა, მშვიდობა თავისუფლების გარეშე, პუტინს შემდეგი სამიზნის ძიებისკენ წაახალისებს“, -  დასძინა მერცმა.