1771651470
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს
გერმანიის ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. მან არჩევნებში ყრილობის მონაწილეთა ხმების 91,17% მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მერცს ხმა მისცა ყრილობის 878 დელეგატმა, ხოლო 85-მა - წინააღმდეგ მისცა ხმა. თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილე 14-მა დელეგატმა.
პარტიის წინა ყრილობაზე, რომელიც 2024 წლის მაისში გაიმართა, ფრიდრიხ მერცმა ხმათა 90% მიიღო.
ფრიდრიხ მერცი გერმანიის მთავრობას სათავეში უდგას 2025 წლის 6 მაისიდან. ის რიგით მე-10 ფედერალური კანცლერია.