1756314996
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, ჩვენ არ გვსურს უკრაინის კაპიტულაცია

„ჩვენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, ჩვენ არ გვსურს უკრაინის კაპიტულაცია“, - ამის შესახებ მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიშინეუში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოლდოვის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თქვენ მსგავსად, ჩვენც გვინდა, რომ უკრაინაში იარაღი საბოლოოდ გაჩერდეს. იდეალური იქნებოდა, ეს დღეს და დაუყოვნებლივ მომხდარიყო. თუმცა არა ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ გვინდა უკრაინის კაპიტულაცია. ასეთი კაპიტულაცია პუტინს მხოლოდ დროს მისცემს და პუტინი ამ დროს შემდეგი ომის მოსამზადებლად გამოიყენებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.