Loading data...
ფრიდრიხ მერცი: ამ ეტაპზე აუცილებელია ვენესუელაში არასტაბილურობის თავიდან აცილება

„ნიკოლას მადურომ საკუთარი ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს.

როგორც მერცი სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობას არ აღიარებს.

„ბოლო არჩევნები გაყალბდა. ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მისი პრეზიდენტობა არ ვაღიარეთ. მადურომ რეგიონში პრობლემური როლი ითამაშა“, - წერს გერმანიის მთავრობის მეთაური.

ამასთან, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ „აშშ-ის ინტერვენციის სამართლებრივი შეფასება რთულია და სიფრთხილით განხილვას მოითხოვს“.

„მთავარ საზომად საერთაშორისო სამართალი რჩება. ამ ეტაპზე აუცილებელია ვენესუელაში არასტაბილურობის თავიდან აცილება“, - წერს გერმანიის კანცლერი და აღნიშნავს, რომ მიზანია ლეგიტიმური მთავრობის არჩევნების გზით, მოწესრიგებულად არჩევა.