Loading data...
ფონ დერ ლაიენმა და ფიცომ ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გამართეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პარიზში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

ფონ დერ ლაიენმა და ფიცომ განიხილეს ევროპელებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომი ფასების აუცილებლობა, სლოვაკეთისა და ევროკავშირის უსაფრთხო ენერგომომარაგების შენარჩუნების პარალელურად.

„ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა. ეს ასევე იქნება ცენტრალური თემა ევროკავშირის მომავალ სამიტზე“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მათ ასევე განიხილეს NextGenerationEU პროგრამის განხორციელება და აუცილებელი ნაბიჯები, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, „რათა სლოვაკეთმა მაქსიმალურად ისარგებლოს ამ ინვესტიციებით“.