Loading data...
ფონ დერ ლაიენი ტრამპთან და ზელენსკისთან საუბარზე: მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან - ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან - სატელეფონო საუბარი შეაქო და აღნიშნა, რომ მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. 

ფონ დერ ლაიენის თქმით, მას ტრამპთან, ზელენსკისთან და კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან პროდუქტიული ერთსაათიანი საუბარი ჰქონდა.

„მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, რასაც მივესალმებით. ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ ძალისხმევისთვის უმნიშვნელოვანესია პირველივე დღიდან საიმედო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.