Loading data...
ფონ დერ ლაიენი: საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს, საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დასაცავად.

უკრაინამ „უნდა შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“ და, ასევე, არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები მის შეიარაღებულ ძალებზე - მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასა და სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებაზე.

მისი თქმით, ევროპის პოზიციაა, რომ „საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია“.

„ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.