Loading data...
ფონ დერ ლაიენი: კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან, მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისი პოზიცია გააძლიეროს

კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.

„მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისი პოზიცია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.