ფონ დერ ლაიენი: ბულგარეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინისთვის საჭირო იარაღის მესამედი უზრუნველყო

ბულგარეთში ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურად უწყობს ხელს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.
„ვაზოვსკის“ მანქანათმშენებელ ქარხანაში ვიზიტის დროს ფონ დერ ლაიენმა შეაქო ბულგარეთის თავდაცვის მრეწველობა, რომელიც, მისი თქმით, „ეროვნული და ევროპული სიამაყის წყაროა“.
„ბულგარეთს თავდაცვის ინდუსტრიაში უაღრესად ძლიერი ტრადიცია აქვს... აქ თქვენ აწარმოებთ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინას და მის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინის მიერ გამოყენებული იარაღის მესამედი ბულგარეთიდან მოდის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებასთან ერთად, ევროკავშირმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე.
„და ჩვენი მზადყოფნის გასაზრდელად, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ ევროპულ დონეზე, პირველ რიგში, ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.