ფიცო ორბანს საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს: ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ისეთი მტკიცე დამცველი, როგორიც უნგრეთის პრემიერია
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ვიეტნამში ვიზიტის დროს უნგრეთის არჩევნებს დააკვირდება.
„ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებში ყველა მისი პოლიტიკური მიზნის ასრულებას ვუსურვებ. ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ისეთი მტკიცე დამცველი, როგორიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია“, - დაწერა მან X-ზე.
ფიცომ დასძინა, რომ ის და ორბანი „უზარმაზარ ძალისხმევას დებენ ქვეყნებს შორის მაღალი ხარისხის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და ეროვნული უმცირესობებისთვის შესანიშნავი პირობების უზრუნველყოფის მიზნით“.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 12 აპრილს, გაიმართება.
ორბანს მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმაც გამოუცხადეს.
ON THE HUNGARIAN PARLIAMENTARY ELECTIONS
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) April 11, 2026
I will be following the elections in Hungary from Vietnam during my short official visit. Together with Prime Minister @PM_ViktorOrban, we invest a great deal of energy into fostering high-quality friendly relations between our countries…