Loading data...
ფიცო მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემს

მოსკოვში ვიზიტის დროს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მესიჯს გადასცემს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა.

მისი თქმით, ფიცომ შესაძლოა, პუტინისგან ინფორმაციაც მიიღოს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს კრემლი ომის დასრულების პერსპექტივებს.

„ვფიქრობ, ახლა აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდნენ, სადაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ ბოლო დროს ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი უჭერს მხარს პუტინთან ომის შესახებ მოლაპარაკების იდეას.

ცნობისთვის, რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში 9 მაისს არის დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ის პუტინს შეხვდება, თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.