Loading data...
ფინეთში 18 წლამდე ასაკის პირებს ღამით ავტომობილის მართვა აეკრძალებათ

ფინეთში 29 მაისიდან 18 წლამდე ასაკის მძღოლებს ღამით ავტომობილის მართვა ეკრძალებათ. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. 

მართვის მოწმობის შესახებ კანონში ცვლილება ეხება ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც 18 წლის ასაკამდე მიიღეს ავტომობილის მართვის სპეციალური ნებართვა.

ფინური მედიის ცნობით, აკრძალვის მიზანია ღამით ახალგაზრდებში ავარიების რაოდენობის შემცირება.

დარღვევები ისჯება ჯარიმით და მართვის მოწმობის ჩამორთმევით მინიმუმ ერთი თვით.

პოლიციის ინსპექტორი ჰეიკი კალიო დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ახალ კანონს დაემორჩილება, მაგრამ არა ყველა.

„ყოველთვის იქნებიან ისეთები, ვინც წესებს დაარღვევს“, - აცხადებს პოლიციის ინსპექტორი.