Loading data...
ფინეთის პრეზიდენტს არ სჯერა, რომ უკრაინაში წლის ბოლომდე მშვიდობა დამყარდება

უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების ინტენსივობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს არ სჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობა წლის ბოლომდე იქნება მიღწეული. მის განცხადებას ციტირებს Ilta Sanomat.

როგორც მედია წერს, ხუთშაბათს ჩინეთში გაიმართება აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს ბერლინში „ნებაყოფლობითი კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ვნახოთ, რას მოგვიტანს ხუთშაბათი“, - კომენტარი გააკეთა სტუბმა დაგეგმილ შეხვედრებზე.

ის ვარაუდობს, რომ ბერლინის შეხვედრაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილებები უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მკაფიო გზავნილი სხვა მხარდაჭერის შესახებ.

ამავდროულად, მან ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინაში წლის ბოლომდე მშვიდობა დამყარდება.

„იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ არ მგონია“, - აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.

სტუბის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რეგიონულ საკითხებს, რეკონსტრუქციას, ნდობის აღდგენას, ცეცხლის შეწყვეტას და ევროპულ უსაფრთხოებას.