1756288918
უცხოეთი
ფინეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეული იქნეს.
„უკრაინის უსაფრთხოების საიმედო მხარდაჭერის გეგმა ხორციელდება. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის, რუსეთი კი მხოლოდ დროს აყოვნებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა პირობა დადო, რომ ფინეთი გააგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.