ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სამი ცალკეული დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს
უკრაინაში მშვიდობა ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, 2022 წლის დასაწყისში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. იტყობინება Bloomberg..
მან აღნიშნა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სამი ცალკეული დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.
სტუბმა განმარტა, რომ პირველი არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.~
„28-პუნქტიანი გეგმა სრულიად მიუღებელი იყო“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ იმ წერტილს მივაღწიეთ“, სადაც პოტენციური შეთანხმების პირობები უფრო მისაღები ხდება.
„საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს იმით, სად ვართ ახლა“, - განაცხადა სტუბმა.
სტუბმა დასძინა, რომ მეორე დოკუმენტი ეხება უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიებს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ე.წ. მსურველთა კოალიციის შექმნას.
და ბოლოს, მესამე დოკუმენტი, როგორც ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციას ეხება.