Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის

ამჟამად უკრაინაში მშვიდობის ერთადერთი გზა ბრძოლის ველზეა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა

„ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ არსებობს მშვიდობის გულწრფელი სურვილი“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები მიიწვია სამშვიდობო სამიტზე, რომელიც გაიმართება შვეიცარიაში 2024 წლის 15-16 ივნისს. ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და გაიმართება შეხვედრა რუსეთთან.

„ეს ასევე შეიძლება მოხდეს შეუმჩნევლად. თუმცა, ახლა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის“, - აღნიშნა სტუბმა.

ამავე დროს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას, სტუბმა განაცხადა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.