Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი: ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანი გახდა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპაში ჰიბრიდული ომი დაიწყო, ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი „ბუნდოვანი გახდა“. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტუბი გამოეხმაურა ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეში რუსული დრონებისა და ავიაგამანადგურებლების შეჭრის ფაქტებს.  

მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაში ომს, არამედ ევროპაში ჰიბრიდულ ომსაც აწარმოებს.

„ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანი გახდა“, - განაცხადა მან.

ფინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას და „ქაოსისა და პანიკის გამოწვევას“ თავდასხმების, მათ შორის ცეცხლის წაკიდების, ვანდალიზმისა და პროპაგანდის გზით.

მისი თქმით, ამ საფრთხეებთან ბრძოლის გზა მშვიდად, გაწონასწორებულად და თავშეკავებულად ყოფნაა.