Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი: მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს

მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, აშშ-სთან  დიალოგი გრძელდება, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს. 

„მოკავშირეებს შორის საკითხები საუკეთესოდ დისკუსიით წყდება და არა ზეწოლით. მოკავშირეებთან ერთად არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ფინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დანიის ხელმძღვანელობით და მოკავშირეთა მიერ გრენლანდიაში კოორდინირებული მოქმედების მიზანიც.

ევროპის ქვეყნები ერთიანები არიან. ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. მხარს ვუჭერთ დანიას და გრენლანდიას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის“, - წერს სტუბი.