1757579334
უცხოეთი
ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი კიევში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუბი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად ჩვენ შევხვდით ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს“, - აღნიშნა ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის და ფინეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები, ევროპული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიებია.
„ასევე ვისაუბრებთ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდაზე, სანქციებსა და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობაზე“, - აცხადებს ერმაკი.