Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პუტინის მიმართ ტრამპის მოთმინება მალე ამოიწურება

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მალე ამოიწურება, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა“, - ხაზგასმით აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის იძულება მშვიდობის დამყარებისკენ მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებით შეიძლება, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ ან რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას ეხმარებიან.

„ერთადერთი, ვისაც შეუძლია პუტინის დარწმუნება მშვიდობის დამყარებაში, უფრო აღმოსავლეთში არიან, ვიდრე დასავლეთში“, - დასძინა სტუბმა.