ფინეთის პრეზიდენტი: აშშ-ის ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცდება
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება.
„ჩვეულებრივ, გაერო, ან სულ მცირე მისი მოკავშირეები, ცდილობდნენ ამ ტიპის თავდასხმების ლეგიტიმაციას. ამჯერად ამაზე ბევრი საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის ქმედებები აშკარად მიზნად ისახავს ირანის მიერ საკუთარი ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებას.
სტუბი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემდგომი მოლაპარაკებები პირდაპირ აშშ-სა და ირანს შორის გაიმართება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შესახებ კომენტარი გააკეთა და ყველასთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანად „ცხელი ფაზის“ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება დაასახელა.
„ფინეთი მიიჩნევს, რომ ირანში არსებული სიტუაციის მდგრადი გადაწყვეტის მოსაძებნად აუცილებელია დიალოგისა და დიპლომატიის დაბრუნება“, - აღნიშნა მან.