ფინეთი ესპანეთზე - ქვეყანა, რომელიც ვერ ასრულებს საზღვრის დაცვის ვალდებულებას, არ შეიძლება შენგენის ზონის წევრი იყოს
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა მკაცრად გააკრიტიკა ესპანეთი იმის გამო, რომ, მისი შეფასებით, ესპანეთმა ვერ უზრუნველყო სასაზღვრო კონტროლის დაცვა სეუტას ანკლავში. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
„ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი მელონის წინადადებას. ქვეყნები, რომლებიც ვერ ასრულებენ გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებებს, არ შეიძლება იყვნენ შენგენის ზონის წევრები“, - განაცხადა მინისტრმა.
Espanja on täysin epäonnistunut suojaamaan Schengen-alueen ulkorajan maahantunkeutumiselta. Näin ei voi jatkua. Kaikkien Euroopan maiden tulee tukea Melonin esitystä. Sellaiset maat jotka eivät täytä velvollisuuttaan suojata ulkorajaa, eivät voi olla Schengenin jäseniä.
— Mari Rantanen (@MariPSRantanen) July 31, 2026
ინფორმაციისთვის, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე, 49 000 მიგრანტი შევიდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით კი, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას.