ფილიპინებში ტაიფუნმა 116 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგულად ითვლება ათობით პირი - Bloomberg
ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა, ათობით პირი კი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო, საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.
დაღუპულებს შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, სტიქიის გამო, მხოლოდ ვისაიასის რეგიონიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ფილიპინების მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 130 კმ/სთ შეადგინა. მათივე თქმით, ქარიშხალი ოთხშაბათს საღამოდან დასუსტდება.