Loading data...
ფილიპინებში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაკარგულად მიიჩნევა

ფილიპინების პროვინცია პალავანში ბორანზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle სანაპირო დაცვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

ინციდენტი MV June Aster-ის ბორტზე 9 სექტემბრის საღამოს მოხდა, კორონის მუნიციპალიტეტის სანაპიროდან დაახლოებით 2.2 კილომეტრში, საითაც ის ბასეკოდან მიემართებოდა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლების თქმით, 42 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 38 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

ფილიპინების სანაპირო დაცვის ცნობით, ბორტზე 134 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 117 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი.

„გადარჩენილთა და დაშავებულთა შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, ჯერ კიდევ 87 ადამიანია დაკარგულად ცნობილი“, - განაცხადა სანაპირო დაცვის კაპიტანმა ნოემი კაიაბიაბმა და დასძინა, რომ ეს ციფრები შესაძლოა, შეიცვალოს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გაგრძელებისას.