Loading data...
ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არსებობს ცუნამის რისკიც - CNN

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ცენტრალური ფილიპინების ტერიტორიაზე 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. არსებობს ცუნამის რისკიც. ინფორმაციას CNN იუწყება. 

როგორც მედიაში ვრცელდება, ამ სიძლიერის მიწისძვრას რეგიონში მსხვერპლს აუცილებლად გამოიწვევდა, რადგან ფილიპინებში ცუდად აშენებული საცხოვრებელი სახლების სიმრავლეა, რაზეც ექსპერტები სტიქიურ მოვლენამდეც საუბრობდნენ. 

მიწისძვრა პალომპონიდან დასავლეთით, სებუს პროვინციაში, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ლეიტეს, ბილირანის და სებუს პროვინციებში ნარინჯისფერი დონის ცუნამის განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას სანაპირო ზოლთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

როგორც ბოგოს ხელისუფლება აცხადებს, ამ ეტაპზე, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, ფილიპინების ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ ლუსონში 2022 წელს 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, სულ მცირე, 5 ადამიანი იმსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა.