1763272929
უცხოეთი
ფიდანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ვფიქრობთ, მოლაპარაკებები გარდაუვალია, ეს შეიძლება თურქეთში, შეიძლება სხვაგან მოხდეს, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობა აუცილებლად დადგება
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, ისინი გარდაუვალია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ტელეარხ A Haber-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ომი თავის ყველაზე უარეს ეტაპზეა, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა მან.
ფიდანის თქმით, ომი ახლა დრონების ომად იქცა, დანაკარგები კი „კონტროლს მიღმაა“.
„ვერავინ ვერსად გადაადგილდება; მხოლოდ მათ შეუძლიათ წინსვლა, ვისაც დანაკარგები არ ადარდებს. ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში, შეიძლება მოხდეს სხვაგან, მაგრამ მჯერა, რომ ეს მშვიდობა აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.