ფაშინიანმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს სამშვიდობო პროცესი, რომელმაც სტარტი აიღო ერთი წლის წინ, 2025 წლის 8 აგვისტოს. სწორედ იმ დღეს ვაშინგტონში სამშვიდობო სამიტი ჩატარდა, რომლის მიზანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება იყო.
ალიევმა და ფაშინიანმა სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და შეერთებული შტატების მთავრობის როლს ხაზი გაუსვეს.
სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას. საუბარი იყო სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანზიტული ტვირთების მიწოდებაზე.
მხარეებმა ისაუბრეს TRIPP -ის მარშრუტის პერსპექტივებზე, რაზეც ასევე ვაშინგტონში იყო საუბარი.
ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობის, სატრანსპორტო კავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.