პეზეშკიანი: სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე საერთაშორისო გარანტიებია
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ომის დასრულების მოთხოვნები წამოაყენა, რომლებიც რეპარაციებსა და მომავალი თავდასხმების წინააღმდეგ გარანტიებს მოიცავს.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ ესაუბრა რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებს და „კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ერთგულება რეგიონში მშვიდობის მიმართ“.
„სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე საერთაშორისო გარანტიებია“, - დაწერა ირანის პრეზიდენტმა.
Talking to leaders of Russia and Pakistan, I reaffirmed Iran’s commitment to peace in the region. The only way to end this war—ignited by the Zionist regime & US—is recognizing Iran’s legitimate rights, payment of reparations, and firm int'l guarantees against future aggression.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) March 11, 2026