1779137880
უცხოეთი
პეზეშკიანი: ირანი დიალოგში შედის ღირსებით, ავტორიტეტითა და ერის უფლებების დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს
ირანის მთავრობა „არავითარ შემთხვევაში“ არ დათმობს „ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა.
„დიალოგი დანებებას არ ნიშნავს. ირანის ისლამური რესპუბლიკა დიალოგში შედის ღირსებით, ავტორიტეტითა და ერის უფლებების დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს. ჩვენ ბოლომდე მოვემსახურებით ხალხს ლოგიკითა და მთელი ჩვენი ძალით და დავიცავთ ირანის ინტერესებსა და პატივს“, - დაწერა პეზეშკიანმა X-ზე.
گفتوگو به معنای تسلیم نیست. جمهوری اسلامی ایران با عزت، اقتدار و حفظ حقوق ملت وارد گفتوگو میشود و به هیچ عنوان از حقوق قانونی مردم و کشور عقبنشینی نمیکند. ما با منطق و با تمام توان، تا پای جان، در خدمت مردم و حافظ منافع و عزت ایران خواهیم بود.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) May 18, 2026