Loading data...
პეტერბურგში ორი დღის განმავლობაში მობილური ინტერნეტი არ მუშაობდა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობას ორი დღის განმავლობაში მობილურ ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

„MTS და „მეგაფონი“ არ მუშაობს, ვერსად ვერ წახვალ, მიწოდების სერვისები არ მუშაობს. ინტერნეტში შესვლა მხოლოდ Wi-Fi-ით არის შესაძლებელი, და პერიოდულად ისიც ითიშება. ზარალდება საქმეც და ცხოვრების ხარისხიც“, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.

პეტერბურგელების ცნობით, 11 და 12 დეკემბერს არ მუშაობდა საბანკო აპლიკაციები, ასევე მესენჯერები და სხვა პროგრამები. ამის გამო შეუძლებელია ფულის გადარიცხვა.

სანკტ-პეტერბურგის ინფორმაციისა და კავშირის კომიტეტის ცნობით, ქალაქში მობილური ინტერნეტის მუშაობის დროებითი გაუარესება უსაფრთხოების ზომებთან არის დაკავშირებული.

ანალიტიკოსები წერენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლითაც უკრაინა რუსეთის სხვადასხვა ობიექტებს უტევს, ხშირად ადგილობრივ ინტერნეტს იყენებს, რის გამოც ქვეყნების ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის გათიშვა ხდება.