1785829446
უცხოეთი
პეტერ მადიარი: უნგრეთს შეუძლია თავიდან აიცილოს თავისი ატომური ელექტროსადგურის სრული დახურვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს სრულ გათიშვამდე „რამდენიმე მილიმეტრი“ აშორებდა, თუმცა დუნაიში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, 4 აგვისტოს, „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა.
„ჩვენ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სრულ გათიშვამდე სულ რამდენიმე მილიმეტრით ვიყავით დაშორებული, მაგრამ შემდეგ წყლის დონემ ვარდნა შეწყვიტა და დილით 1,5 სანტიმეტრით აიწია. ბოლო ტურბინა კვლავ უსაფრთხოდ მუშაობს. „პაკშისკენ“ მივემართები“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
„პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ დისკუსიები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს, დუნაიში წყლის დონის დაწევისა და წყლის მაღალი ტემპერატურის გამო.