Loading data...
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს გააგზავნის და არც იარაღს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.

როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, ბუდაპეშტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

„უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს გააგზავნის და არც იარაღს. ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.