Loading data...
პესკოვის განცხადებით, პუტინსა და შოლცს შორის საუბართან დაკავშირებით ბერლინიდან წინადადება არ მიუღიათ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის ისაუბროს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, მაგრამ მსგავსი წინადადება ბერლინიდან არ მიუღიათ. 

კრემლის სპიკერის თქმით, პუტინი ღია რჩება კონტაქტებისთვის.

„არანაირი წინადადება არ ყოფილა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის“, - აცხადებს პესკოვი. 

ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა თქვა, რომ პუტინი არ არის მზად უკრაინის საკითხზე ოლაფ შოლცს ესაუბროს. 

Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი პუტინთან საუბარს G20-ის შეხვედრის წინ განიხილავს. 

ბოლოს შოლცი პუტინს 2022 წლის ბოლოს ესაუბრა.