Loading data...
პესკოვი: ზელენსკისთან შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ის მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად არ ჩავა, სიახლეს არ წარმოადგენს, რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია შესაძლო შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ უცვლელი რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„პუტინის პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ ეს [მოსკოვში ჩამოსვლაზე უარის თქმის შესახებ] ახალი განცხადება არ არის. ზელენსკიმ ეს უკვე რამდენჯერმე განაცხადა. ასე რომ, აქ ახალი არაფერია“, - აცხადებს კრემლის წარმომადგენელი.