Loading data...
პესკოვი: ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„რაც შეეხება ორ თვეს, ეს ორი თვის საკითხი არ არის. ზელენსკიმ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინული ჯარების მიერ დონბასის დატოვებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გადასვლის შესახებ“, - განაცხადა მან.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის აუცილებლობა არაერთხელ განიხილეს და „თეორიულად, ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო — როგორც ჩვენ განვიხილეთ, პასუხისმგებლობა აეღო და ეს რთული გადაწყვეტილება მიეღო“.

მან აღნიშნა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებას შეუძლია მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და, რაც მთავარია, „მოგვცეს საშუალება, შევაჩეროთ ამ ომის ცხელი ფაზა“.

რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.

„პაუზა განპირობებულია იმით, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ამჟამად სხვა საკითხებით არიან დაკავებულნი, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით არიან დაკავებულნი და გასაგები მიზეზების გამო, მათ ახლა არ შეუძლიათ, აქტიურად ჩაერთონ უკრაინის საკითხებზე სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესში“, - აღნიშნა მან.